ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, აღმასრულებლ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია. მისი თქმით, ეს მოხდება 2016 წლის თებერვლის ბოლოს, როცა „საარჩევნო მანქანა სრული მასშტაბით ჩაირთვება".
„პოსტებს დატოვებენ: ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ეს უკანასკნელი აუდიტის სამსახურის დასკვნას შეეწირება. რაც შეეხება განათლების მინისტრს, ამ სფეროში ჩავარდნაა, ნოდარ ხადურზე კი აღარაფერს ვლაპარაკობ. საუბარია პაატა ზაქარეიშვილზეც, რომ ის დატოვებს პოსტს, რადგან მის მიმართ გაღიზიანების ხარისხი არის მაღალი, მაგრამ ეს თემა არ გააქტიურდება, ვინაიდან ის გახლავთ რესპუბლიკური პარტიის კრეატურა. აქედან გამომდინარე, ხმები იმის შესახებ, რომ პაატა ზაქარეიშვილი პოსტს დატოვებს, არ გამართლდება", - განაცხადა არეშიძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)