მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ „რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯის ვიდეორგოლი გაავრცელა
03 დეკემბერი, 2015. 10:59
„ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია „რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა.
„CNN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.
ტყვე ამბობს, რომ სირიაში ის „ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.
ვიდეორგოლში „ისლამური სახელმწიფოს" წევრი ვლადიმირ პუტინს რუსულად ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეების არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ.
„CNN"-ის ცნობით, კრემლს აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40