reportiori.ge - „ისლამურმა სახელმწიფომ“ „რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯის ვიდეორგოლი გაავრცელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:38
მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ „რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯის ვიდეორგოლი გაავრცელა
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 10:59



„ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია „რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა.


„CNN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.

ტყვე ამბობს, რომ სირიაში ის „ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.



ვიდეორგოლში „ისლამური სახელმწიფოს" წევრი ვლადიმპუტინს რუსულად ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეების არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ.



„CNN"-ის ცნობით, კრემლს აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016