reportiori.ge - შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:41
მსოფლიო
შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 11:09



შვეიცარიაში კორუფციაში ეჭვმიტანილი ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს. როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი" იტყობინება, ბრალდება შესაძლოა, 10-ზე მეტ ჩინოვნიკს წაუყენონ. ესენია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისა (CONMEBOL) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ჩინოვნიკები, რომლებსაც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.


დაკავებების სერია ციურიხში ჩატარდა, სადაც ფიფა-ს აღმსასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, დაკავებულთა შორის არ არის ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.


ციურიხის პოლიციის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის განკარგულებით ჩატარდა.


23 ნოემბერს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ზეპ ბლატერისა და უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებენ.


ფიფა-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით ციურიხში მაისშიც დააკავეს, კიდევ რამდენიმეს ბრალდება წაუყენეს.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016