reportiori.ge - ნინო გვენეტაძე: საერთო სასამართლოების სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:37
სამართალი
ნინო გვენეტაძე: საერთო სასამართლოების სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 11:10



იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სულ სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტური ადგილია და კონკურსი ორეტაპიანია.



პირველი ეტაპი უკვე გავლილია. ეს არის დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც კონკრეტულმა კანდიდატურებმა წარმოადგინეს და ასევე რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მათ შესახებ. დღეს იწყება მეორე - გასაუბრების ეტაპი. საბჭოს წევრების მიერ კონკრეტული კანდიდატი გამოიკითხება კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს კენჭისყრა. საერთო სასამართლოების სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია. ვცდილობთ, ძალიან გამჭვირვალედ, ყველა პროცედურის დაცვით განვახორციელოთ გასაუბრება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება კენჭისყრები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016