„ირაკლი შოთაძე შეეცდება, სამართალი თავის სიმაღლეზე დააყენოს", - ამის შესახებ პარლამენტარმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ალიასთან" ირაკლი შოთაძესათან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„როცა კბილაშვილი დაინიშნა, აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან პროკურატურაში, რომლის დავალებების შემსრულებელი სასამართლო იყო. ჩვენ ვიცით, წინა პერიოდში დაადებდნენ პიროვნებას ხელს, წაიყვანდნენ და ეს პიროვნება 3 დღეში აღიარებდა იმას, რაც თავად უნდოდათ, თუნდაც ოქრუაშვილის მაგალითი ავიღოთ. ახლა სხვა მიდგომებია, ამ ბრალს დამტკიცება სჭირდება უკვე ფაქტებით, რასაც მაღალი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი სჭირდება. მე ახალ პროკურორს ვუთხარი კიდეც, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც თქვენს თავზე უნდა აიღოთ და ჩვენ რომ ხმას გაძლევთ, ბუნებრივია, თქვენთან ერთად, ამ პასუხისმგებლობას ჩვენც ვიღებთ-მეთქი. ასე რომ, მე ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ირაკლი შოთაძეს", - განაცხადა ქანთარიამ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)