reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: ირაკლი შოთაძე შეეცდება, სამართალი თავის სიმაღლეზე დააყენოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:24
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე ქანთარია: ირაკლი შოთაძე შეეცდება, სამართალი თავის სიმაღლეზე დააყენოს
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 11:43


„ირაკლი შოთაძე შეეცდება, სამართალი თავის სიმაღლეზე დააყენოს", - ამის შესახებ პარლამენტარმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ალიასთან" ირაკლი შოთაძესათან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

 

„როცა კბილაშვილი დაინიშნა, აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან პროკურატურაში, რომლის დავალებების შემსრულებელი სასამართლო იყო. ჩვენ ვიცით, წინა პერიოდში დაადებდნენ პიროვნებას ხელს, წაიყვანდნენ და ეს პიროვნება 3 დღეში აღიარებდა იმას, რაც თავად უნდოდათ, თუნდაც ოქრუაშვილის მაგალითი ავიღოთ. ახლა სხვა მიდგომებია, ამ ბრალს დამტკიცება სჭირდება უკვე ფაქტებით, რასაც მაღალი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი სჭირდება. მე ახალ პროკურორს ვუთხარი კიდეც, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც თქვენს თავზე უნდა აიღოთ და ჩვენ რომ ხმას გაძლევთ, ბუნებრივია, თქვენთან ერთად, ამ პასუხისმგებლობას  ჩვენც ვიღებთ-მეთქი. ასე რომ, მე ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ირაკლი შოთაძეს", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016