reportiori.ge - დავით მოდებაძე: გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ვერც ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის პირობებში დადგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:28
სამართალი
დავით მოდებაძე: გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ვერც ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის პირობებში დადგება
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 12:43



საქალაქო სასამართლოში გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მისმა ადვოკატმა დავი მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არ დამდგარა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ვერც ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის პირობებში დადგება.



მოდებაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებები გააბათილა და სიმართლე მიჩქმალა.



შესაბამისად, არ დამდგარა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი პირველი შემადგენლობის პირობებში და არც ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის პირობებში დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი", - განაცხადა დავი მოდებაძემ.

 


რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ადვოკატის თქმით, დღეს დაცვის მხარე წარადგენს ახალი მტკიცებულებების ერთ ტომს, რომლის დასაშვებობას მოითხოვს. ამასთან ერთად დღეს მხარეები, მათ შორის ბრალდებული ოქროპირიძე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.



საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვის ვიდეო-აუდიო ჩაწერა მოსამართლის გადაწყვეტილებით მედიისთვის აიკრძალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს ნაფიც მსაჯულებზე. თუმცა დაინტერესებულ პირებს დარბაზში დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ.



პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემაც. მისი თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი ოქროპირიძის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016