reportiori.ge - ია ანთაძე: მირჩევნია, დავრჩე ჟურნალისტად, ვიდრე პოლიტიკაში წავიდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:50
პრეს-დაიჯესტი
ია ანთაძე: მირჩევნია, დავრჩე ჟურნალისტად, ვიდრე პოლიტიკაში წავიდე
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 14:01


 

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების" ახალი სახეები - გაზეთი „ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ქართული ოცნების" სიის პირველ ათეულში მოხვდებიან: ჟურნალისტი ია ანთაძე, სამხედრო ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში კობა ლიკლიკაძე და „20/30"-ის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე.


გამოცემა ია ანთაძეს დაუკავშირდა, რომელსაც, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ შესთავაზა პოლიტიკაში წასვლა.


„ანთაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო: ახლა გადაცემაზე ვმუშაობ და გულწრფელად გეტყვით, მირჩევნია, დავრჩე ჟურნალისტად, ვიდრე წავიდე პოლიტიკაში, ეს გამორიცხულია, რადგან თავისუფლებას ვერ შევიზღუდავო", - წერს გამოცემა.


რაც შეეხება კობა ლიკლიკაძეს, გამოცემასთან ინტერვიუში, ის ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლის სურვილი არასოდეს გასჩენია.


„თუ გაიხსენებთ, „ჩემს გარეშე, ჩემი დაქორწინება ბევრჯერ მოახდინეს". მიჩვეული ვარ, არც ვღელავ. ახლა პრაღაში ვარ და ჩემს საავტორო გადაცემას ვწერ. პოლიტიკაში წასვლის სურვილი კი არასოდეს გამჩენია", - ამბობს ლიკლიკაძე.



ვასილ მაღლაფერიძე კი იდიოტურს უწოდებს გავრელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისგან კოსმოსში გაფრენა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე პოლიტიკაში დაბრუნება.

 

 


 

წყარო: გაზეთი „ალია"

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016