reportiori.ge - სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, შესაძლოა, 300 ლარით დაჯარიმდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:44
სამართალი
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, შესაძლოა, 300 ლარით დაჯარიმდეს
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 17:49




შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300-ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს.



მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი მიდგომის შემუშავება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოხდა და ეს ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვანას და ძველი ავტომობილების განბაჟებას უფრო მეტად ამკაცრებს.



ხუციშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს არ გაუძვირდეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოტოციკლეტების, მოპედების განბაჟება მაქსიმალურად იაფი ხდება და ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადისა, ისინი აქციზის მიხედვით განბაჟდებიან, როგორც ეს არის ავტომობილების შემთხვევაში.



მისი თქმით, ამ კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.



მაგალითად, დღეისთვის ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სტატისტიკა გვაქვს სავალალო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ამდენად მკაცრი არ უნდა იყოს, თუმცა ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და მართვის მოწობის ჩამორთმევის ნაცვლად, ეს დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით და ადმინისტრირება ამ მიმართულებით გამკაცრდება.

40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50-ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდ პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300-ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016