reportiori.ge - „პოროშენკო სააკაშვილს ეტყვის - თანამდებობაზე დაგნიშნე და ოპოზიციაში მიდიხარ?“ - უკრაინული მედია მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:47
პრეს-დაიჯესტი
„პოროშენკო სააკაშვილს ეტყვის - თანამდებობაზე დაგნიშნე და ოპოზიციაში მიდიხარ?“ - უკრაინული მედია მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 18:57



უკრაინული ვებგვერდი uarevo.in.ua საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისა და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.

„ალია" ამ ჩანაწერის ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ (სტილი დაცულია):


მურთაზ ზოდელავა: იაცენიუკის სასტავიც შეირწყა და კლიჩკოს სასტავსაც ირწყავს, პარტიულ პონტში, რა... როგორც ჩანს, ამას გაუჩნდა შეგრძნება, რომ პროსტა „ჩუჩელად", საფრთხობელად გამოიყენა. რეალურად, როგორც ჩანს, პოროშენკომ შეაშინა იუცენიუკი მიშათი და ის გარიგებაში შემოიყვანა, ანუ პარტია აახია, ჩამოართვა პოლიტიკური ბერკეტი, ესე ვთქვათ, პარტია და როგორც ჩანს, თანამდებობაზე ტოვებს, რაა... რაღაც ასეთი გარიგება იქნება, ხო, ეხლა? პრემიერობიდან რომ ხსნიდეს, პარტიას მაინც ხო არ დაშლიდა... როგორც ჩანს, პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს ანუ... ამ ვაჭრობაში და ამ იმაში მიშათი შეაშინა, როგორც ჩანს, რა...


გიორგი ვაშაძე: მიშათი შეაშინა დღეს?


მურთაზ ზოდელავა: არა, დღეს კი არა, საერთოდ, კაცო, ბოლო პერიოდის განმავლობაში... ხო, გუბერნატორად წაიყვანა, მიშას მანევრი გააკეთა, მერე გაავრცელეს ბაზრები, რომ იაცენიუკს ანაცვლებს, ანაცვლებს და რაღაც ხომ უნდა მოემოქმედებინა, ალბათ, იაცენიუკას ხო?

 

გიორგი ვაშაძე: ხო...


მურთაზ ზოდელავა: ხოდა, დაჯდნენ მერე და ილაპარაკეს - კი, ბატონო, იყავი პრემიერად და პარტია უნდა წაგართვაო, რაა, პარტია უნდა შემერწყას, ჩემს პარტიაში უნდა შემოვიდეს და გვტოვებ და რაღაცა და მიშათი ამ შემთხვევაში, არ ჩანაცვლებია, როგორც ჩანს, მიშამ ჩათვალა, რომ ეს მოხდა.


გიორგი ვაშაძე: ხო...


მურთაზ ზოდელავა: ეხლა დაიწყო ჩალიჩი, რომ ოდესაში რაღაცა გამოართვას, ცხადია, ეხლა პენსიაში გასვლას არ აპირებს, უბრალოდ, ეტყვის, რომ ანუ პარტიას გავაკეთებ ჩემთვის და ამის დედაც ვატირე-იმის დედაც ვატირე და მერე გამოსთხოვს მერე რაღაცას, თუნდაც პროკურორის თანამდებობას ან რაღაცას. ოლქში ბერკეტები უნდა რა, მოკლედ, რა...


გიორგი ვაშაძე: ამაზე გავატრაკებო მიშამ?


მურთაზ ზოდელავა: ხო, იაცენიუკს გავუტრაკებო, პოროშენკოს დაველაპარაკებიო და მკაცრად ვეტყვიო, რომ ,,კაროჩეო", ან მაძლევო რეალურ ბერკეტებს ოდესაში, ან გავდივარ და ჩემს პარტიას ვაკეთებო! პირდაპირ ეგეთი ბაზარი მექნებაო, რა... ეს რით დამთავრდება, სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, მაინცდამაინც იმას დაემთხვა, ჩვენს გამოცდებს. ზეგ გამოცდები გვაქვს და..


გიორგი ვაშაძე: ხო...


მურთაზ ზოდელავა: დღეს აპირებს იაცენიუკზე იმას და ხვალ უნდა ელაპარაკოს ვითომ ეს იმას, თუ შეხვდა პირველს და ზეგ კიდევ ჩვენი გამოცდაა და რავი, ჩვენ არ ამოგვცხონ პანღური-თქო, რაა, მაგის დედაც მოვ...ან...


გიორგი ვაშაძე: არა, პანღურს თქვენ ვერ ამოგცხებენ ეხლა იქ, ამერიკაც ჩართულია.


მურთაზ ზოდელავა: არა, ასხივებს... ამერიკაც ჩართულია, მაგრამ პროკურორი ასხივებს კაცო...


გიორგი ვაშაძე: მესმის, მარა...


მურთაზ ზოდელავა: არა, მაგას ვერ იზამენ, მარა მე მგონი, რომ არასწორი კონსტრუქციაა - თუ არა და ოპოზიციაში გავალ. ხო, მეც ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი.


გიორგი ვაშაძე: ჯერ მაგას ეგეთი ლაპარაკიც არ ჰქონია, ჯერ რატომ ამბობს ოპოზიციას, ჯერ უნდა უთხრას, რომ _ ძმაო, არ მაძლევ რა, გაკეთების საშუალებას. მივედი შემოსავლებზე, დავიწყე საბაჟო, შევთანხმდით... შევთანხმდით, ერთი არ ჩამოვიდა, მე თვითონ ჩამოვიყვანე ის რომანოვი, ჩავარტყით ხელი, ვითომ უნდა დაგვეწყო და აგერ, ძმაო, ვერ ვიწყებ, იმიტომ, რომ არც დანიშვნა უნდათ და არც არაფრის გაკეთება უნდათ. მინდა, რომ ვიღაცები დავაკავო პროკურატურით, არ მაძლევ ამის შესაძლებლობას, მინდა, რომ ეს გავაკეთო... ანუ უნდა ჩამოუთვალოს...


მურთაზ ზოდელავა: ხო..


გიორგი ვაშაძე: ასე არ გამოვა, რა ეხლა... უბრალოდ, როგორ პონტში უნდა უთხრას იცი? რომ - ქვეყანა ასე არ აშენდება, რა, ბრატ!..


მურთაზ ზოდელავა: ჰო, არა... ამას ეტყვის, ეგ არ შეეშლება, მარა შედეგს რას მიიღებს?


გიორგი ვაშაძე: ხო, გავიგე, მაგრამ მაგან თუ ეგრევე უთხრა, რომ მე ოპოზიციაში წავალ, მაშინ ეგ როგორი განცხადებაა, იცი? ეხლა მე რომ პოროშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი, რომ კი, ბაზარი არ არი, ეს ძებნლი კაცი აგერ, შეგიფარე, მაგის დედა მოვ...ან...


მურთაზ ზოდელავა: და თანამდებობაზე დაგნიშნე, რა, მოდი, ასე ვთქვათ...


გიორგი ვაშაძე: ჰო, თანამდებობაზე დაგნიშნე და რა ჩემი ყ... გინდა ეხლა, რა, ეხლა ოპოზიციაში მიდიხარ? რატო? მე ხომ გითხარი, რომ დაგიდგები, ჩემთვისაც არ არის მარტივი, ძმაო, იმათთან ბრძოლა სუფთა კაცურ ამბავში.


მურთაზ ზოდელავა: რავი ათას რაღაცას ვიტყვით კიდევ...


გიორგი ვაშაძე: და მეორე კიდევ, რომ განკარგულებას გასცემს პროკურატურის მხრიდან, რომ ვინც დააფინანსებს სააკაშვილს, დედა მოუ...ით...


მურთაზ ზოდელავა: კი, მართალია...


გიორგი ვაშაძე: კონტროლზე აიყვანს და ამიტომ ოპოზიცია არ უნდა უთხრას, უბრალოდ, უნდა უთხრას, რომ ანუ საყვარელიძე რასაც მეუბნებოდა, ერთად რაც ჰქონდათ პრეზიდენტთან შეხვედრები, გაიგე?


მურთაზ ზოდელავა: ხო...


გიორგი ვაშაძე: მიშას არ ჰქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პოროშენკოსთან შეხვედრის დროს. მიშას ჰქონდა ლაქუცისა და დათმობითი პოზიცია. ჩვენთან ბაქიბუქობდა, იქ რეალურად ისეთი, ცუციკი ტიპი იყო, გაიგე? თუ ამ იმიჯის შეცვლას აპირებს პოროშენკოსთან უშუალო ურთიერთობაში, ამ სტატუს კვოს შეცვლას, ეს უკვე სხვა თემაა, რა... ხო, ეგ, ალბათ, უნდა შეცვალოს და უნდა უთხრას, რომ ეს ესეა, რა... გამიგე და არ მინდა მე აქ არანაირი განხილვა, მოიყვანე, ძმაო, ის ხალხი და მოვიყვან აგერ მე ჩემს ხალხს და დავჯდეთ, რა და გავიაროთ, რა ეს დედა მო...ული, რა, გაიგე? მე დაგიდებ პაკეტებს, რაც არის მისაღები და ხელია მოსაწერი და მოაწერინე ამ ხალხს ხელი, რა... ეგრე უნდა უთხრას, ალბათ, რა... ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში... თუმცა მაგაზეც, ის ისეთი ჩათლახია, მაგაზეც მოიფიქრებს რაღაცას...


მურთაზ ზოდელავა: მაგას პროკურორობა უნდა, როგორც ჩანს და ისევ ზურაზე უნდა, რომ იჩალიჩოს.


გიორგი ვაშაძე: ბიჭო, ხო, მარა...


მურთაზ ზოდელავა: საოლქო პროკურორობა არ არის კი ამოსავალი წერტილი?


გიორგი ვაშაძე: უშიშროებაც უნდა იყოს, პროკურატურაც და პლუს საბაჟო პორტები იმისთვის, რომ თანხა გქონდეს, რო არჩინო ეს ძალოვნები. ძალოვნებს ხომ ხელფასს ვერ გაუზრდი შენ ადგილზე ლოკალურად, ცენტრალური ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება და კანონით არის გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა, მაგრამ უნდა გყავდეს პრემიებზე, რომ სხვანაირად იმუშაოს. თუ გინდა, რომ სხვანაირად იმუშაოს, უნდა მისცე, რა, რაღაცა მატერიალური ბაზა უნდა შეუქმნა. მატერიალურ ბაზას საბაჟოს გარეშე ვერ შექმნი, პორტების გარეშე, ფული არა გაქვს. უნდა აიღო სამივე გასაღები, რა... უშიშროებაც უნდა იყოს, პროკურატურაც და ფინანსური წყაროებიც.


მურთაზ ზოდელავა: ახლა ამდენს ერთად თუ იმასიზამ, ბაზარი არაა, მარა, მე ვერაფერს ვერ (ტექსტი გაურკვეველია. - რედ.)... საერთოდ, ვერც ერთ კომპანიას... ისე, ასე თუ დაელაპარაკა, მაგაში გეთანხმები


გიორგი ვაშაძე: რა ვიცი, ბიჭო, მე სიმართლე გითხრა, ეხლა მე პოროშენკოს ადგილზე ვეტყოდი, რომ ძმაო, „ემვედე" ხომ მოგეცი, კრიმინალი გაუარესდა ეს დედა მოტ...ული ოდესაში და ეხლა რომ არაფერს არ გეუბნები, მართლა და მართლა ეგრე ხომ არ არი?


მურთაზ ზოდელავა: გაუარესდა, კი?


გიორგი ვაშაძე: მაშინ რომ ვიყავი ჩასული, კი, ეგრე მითხრეს, რომ სტატისტიკა გაუარესდა. მაგ ბიჭის დანიშვნა მართლა შეცდომა იყო.


მურთაზ ზოდელავა: რაც მოხდა, ეს იაღლიში მოუვიდა... როგორი რაღაცა მოხდა, იცი?


გიორგი ვაშაძე: არამარტო ეგ იაღლიში, ბიჭო... ეგ საყვარელიძე იმასშვებოდა, რომ მაგარი ტიპია... ბიჭო, აქაც ჩაკეტილი (ტექსტი გაურკვეველია. - რედ.)... მე არ ვიცოდი, შე ჩემა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თუ არსებობდა ეგეთი - ლორთქიფანიძე. გავიგე ბოლო წელს, ტო... ხო და აქაც ძაან ისეთი ტიპი იყო რა, ძაან ატეციაზე თუ რა ჰქვია იმას...


მურთაზ ზოდელავა: სპეცრაზმების კურატორი იყო, კაცო, არაფერიც არ იყო, ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არ აქვს, არ გააჩნია, ჰო, რა და მაგას გაუგორა მიშამ, რა...


გიორგი ვაშაძე: არა, ბიჭო, გეუბნები, საყვარელიძემ უთხრა, ვინ დავნიშნოო და თვითონ მითხრა საყვარელიძემ და თვითონ ჩამოიყვანა ლორთქიფანიძე, შე ჩემა, რა... ჩვენ მაშინ „პამასკა" მოგვივიდა, რომ შენ უნდა წასულიყავი, რა... ყველაფერი უნდა ავიღოთ, რასაც გვაძლევენ, ყველაფერი უნდა ავიღოთ რა, გეუბნები...


მურთაზ ზოდელავა: რა ვიცი, ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ეგა, კაცო, და როგორ წავიდოდი?


გიორგი ვაშაძე: ბიჭო, მე არც მომსვლია ეხლა, სიმართლე გითხრა, ხო აზრზე ხარ...


მურთაზ ზოდელავა: საყვარელიძეს მოკლავდა, სროკავდა ეგრევე...


გიორგი ვაშაძე: არა, მარა, ბიჭო რატო დაბრიდავდა, ეს დედა მო...ული, არ არის ეს ბიჭო ესე, ხომ ხედავ, არა, რომ ვერ ვშვრებით და უნდა მოვერგოთ ცოტა ხანს, რა... არა, მე რატომ გეუბნები, იცი? აი, პროსტა იმას რომ ეთქვა, მოდი ვიმსჯელოთო, იმ მსჯელობაში წამოვიდოდა უცებ კანდიდატურები, ბოლოს და ბოლოს, რა... ლორთქიფანიძეზე თავიდანვე რომ ჩამოიყვანა ერთხელ...

 

 მურთაზ ზოდელავა: ვიცი, ვიცი...


გიორგი ვაშაძე: ჩამოიყვანა ლორთქიფანიძე, უშიშროებაში გავუშვათო.. ბიჭო, მე მაშინაც ვუთხარი მაგასაც და ზურასაც, ეს ლორთქიფანიძე, ბიჭო, კაი ბიჭია, გულიანი ბიჭია, მაგრამ ის არ არი, რა... რაღაცა ტვინიც უნდა მოგდევდეს, რა... მოდი, ვთქვათ ისიც, რომ გიზო ლორთქიფანიძეს ათი თავით სჯობია, ხო?


მურთაზ ზოდელავა: გიზო როგორ არ სჯობია, კაცო, გიზო კვალიფიციური ტიპია. ისეა ნეგატიური ცოტა, როგორც ადამიანი, თორემ ისე კვალიფიციური ტიპია, შრომისმოყვარეა და ინტელექტი აქვს იმისგან განსხვავებით... გია არის ჩვეულებრივი სპეცნაზელი. არც ერთი მისი ლაპარაკი არ დაუდია მიშას, წარმოიდგინე, ტო... მის აქტივობაში არ ალაპარაკებს. ჭრის, რა ქვია იმ გოგოს, ჭრის ტექსტებს...


გიორგი ვაშაძე: ხო და ბიჭო ეხლა ეგეც ღადაობაა, ის ეტყვის, რომ ვინ დანიშნე ეს ოროსანი, დამინიშნე ვიღაცა იქ, რა და არ ვიცი...


მურთაზ ზოდელავა: პროკურორობაზე იჩალიჩებს მიშა, შეეცდება, რომ გამოსტყუოს, რა და უნდა ზურას დანიშვნა მანდ. თან ეხლა მიშაც მერყეობს, წინა ჩამოსვლაზე ზურა გიზოს ლობირებდა და რაღაცნაირად, როგორც ჩანს, ამას ამწიფებდნენ და ეს ვერ მომწიფდა, თუ რა ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეხლა ზურას იძახის.


გიორგი ვაშაძე: და გიზოს უნდა?


მურთაზ ზოდელავა: გიზოს ენდომება ეს ასეთ ვარიანტში, იმიტომ, რომ არის ბედნიერი.


გიორგი ვაშაძე: გიზო რაღაცნაირად მაინც ერგება იმ სიტუაციას..


მურთაზ ზოდელავა: კი, ადვილად მართავს, მშვენივრად არი...


გიორგი ვაშაძე: ფინანსურად კი ვერ დაულაგდა ეხლა და რაღაცა და...


მურთაზ ზოდელავა: არა, ხომ შეხვდა ეხლა პრეზიდენტს? შეხვედრია წინა კვირას, პირადად შეხვედრია და იმას უთქვია, მე იმას ვიზამო, მე დაგილაგებო, ვიღაცისთვის დაუვალებია.


გიორგი ვაშაძე: ეგ მითხრა, მარა, რა ვიცი მე... მერე ისევ უარი უთხრეს თუ რაღაცა...


მურთაზ ზოდელავა: თვითონ მითხრა, თვითონ მითხრა, კაცო... ვიღაცას გამოუძახა თუ რაღაცა...


გიორგი ვაშაძე: ხო, რავი...


მურთაზ ზოდელავა: არა, გიზოს არ ენდომება მიშასთან მუშაობა ეხლა, არ არი მარტივი ამბავი... ეხლა დაბუჯუნობს თავისთვის გემრიელად და არ ენდომება...


გიორგი ვაშაძე: რა ვიცი... კვირას მანდ ვარ, რა... კვირას ჩამოვდივარ და გინახულებთ.



 

წყარო: ალია 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016