მელნიკოვი: ახალაიას ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან, ვანო მერაბიშვილი იქიდან ყვიროდა...
როგორც ჩანს გირგვლიანის რეზონანსული საქმის ბნელ გვირაბში სინათლე ნელ-ნელა ჩნდება. იკვეთება ის უმთავრესი შტრიხები, რაც ფაქტობრივად უკვე აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. მელნიკოვის ეს ჩვენება, რომელსაც ქვევით გთავაზობთ, უკვე აქარწყლებს გარკვეულ ეჭვებს, რომ ამ საზარელ ფაქტში იმდროინდელი ხელისუფლების ხელი არ მონაწილეობდა.
"მე ვიჯექი საჭესთან, მე და დათა ახალაია ერთად მივედით შარდენზე ბარში დაბადების დღეზე, სადაც დაგვხვდა გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ანა კალანდაძე, თათია მაისურაძე, კორტია და სანოძე. ყველა ვსვამდით, გავდიოდით და გამოვდიოდით. თათია მაისურაძე ერთ-ერთი გასვლის შემდეგ გაბრაზებული შემოვიდა და თაკოს უთხრა რაღაც. თაკომ ეს გადასცა დათას და უთხრა მოაშორე ესენიო.
დათამ მაჩვენა ორი პიროვნება და მითხრა გადი და ეს აჩვენე ალანიასო. გავყევი ამ ორ პიროვნებას, იქ ლესელიძის ქუჩაზე იდგა ვასიკო სანოძის მანქანა. ეს პიროვნებები ვაჩვენე ალანიას, მერე გავიგე, რომ ის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. დათა ახალაია ძალიან გაბრაზებული იყო და ალანიას ეჩხუბა. ახალაიას ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან, ვანო მერაბიშვილი იქიდან ყვიროდა, დათა ახალაია აწყნარებდა, ყველაფერს მოვაგვარებო. მერაბიშვილმა იცოდა, რომ ამ საქმეში ალანია ფიგურირებდა. ალანიას მაგივრად ციხეში სხვა უნდა ჩამჯდარიყო. ამ საქმეში ფიგურირებდა ბიბილურიძე, ღაჭავა, ალანია, აფციაური, ქოქიაშვილი. როდესაც ხალხმა ამ საქმეზე დაიწყო ლაპარაკი გადაწდა, რომ ალანიას მაგივრად ციხეში სხვა უნდა წასულიყო. ქოქიაშვილის ციხეში ჩაჯდომა არ უნდოდათ ეშინოდათ, რომ სიმართლეს იტყოდა და ყველაფერს გამოაშკარავებდა"- ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულმა ოლეგ მელნიკოვმა.
მელნიკოვმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში სანდრო გირგვლიანი გარდაცვალების დღეს. ჩვენების თანახმად „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ჩინოვნიკები ზურა ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი პირადად გირგვლიანის საქმეში. მოსამართლის კითხვაზე, რატომ შეცვალა მელნიკოვმა ჩვენება მელნიკოვმა შემდეგი განაცხდა.
„დათა ახალაიამ მომცა დაწერილი ჩვენება და მითხრა ეს წაიკითხეო. პროკურატურაშიც და სასამართლოშიც ის გავიმეორე. სალაყაიას რომ არ ეთქვა ახალაიას საერთოდ არ აინტერესებდა ეს ორი პიროვნება. ამ ყველაფრის შემდეგ დამირეკა დათა ახალაიამ და მე, ის, სოსო თოფურიძე და გერონტი ალანია ჩავჯექით მანქანაში და მითხრეს პროკურატურაში წავედითო. გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილთან დათა ახალაია ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. ჩემი აზრით, იქ უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში".-ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულმა ოლეგ მელნიკოვმა.
„გამოვიდა ახალაია ცუდ ხასიათზე იყო, თავის ძმაკაცს უშვებდა "სროკზე". გია ალანიას უთხრა, შენ უნდა წახვიდე ციხეშიო. ალანიას შეეშინდა. დათამ უთხრა, ნუ გეშინია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთო. მერე სოსომაც იკითხა, რა ხდებაო. ამის შემდეგ ახალაიამ უთხრა გადაწყდა, რომ გია უნდა ჩაჯდეს ციხეშიო. იქიდან მიხეილ სააკაშვილთან ავიდნენ შავნაბადას რეზიდენციაში. ალბათ, იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, რომ დათა მიდიოდა, რადგან მას მანქანიდან არავისთვის დაურეკავს. სააკაშვილთან შევიდა ახალაია, ის ერთი საათის შემდეგ გამოვიდა შავნაბადის რეზიდენციიდან და ალანიას უთხრა, მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნუ ინერვიულებს ცოტა ხანში შევიწყალებო. ამის სემდეგ სოსო თოფურიძე და ალანია ბევრ კითხვას უსვამდნენ ახალაიას".
შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით.
გირგვლიანის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.