reportiori.ge - შსს-მ თბილისის მეჩეთში მომხდარი ქურდობა გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:26
სამართალი
შსს-მ თბილისის მეჩეთში მომხდარი ქურდობა გახსნა
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 14:28


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016