ბუნდესტაგის გადაწყვეტილება 445 ხმით 146 ხმის წინააღმდეგ - საერთაშორისო კოალიციაში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში გერმანიის პარლამენტმა ქვეყნის მონაწილეობას მხარი დაუჭირა.
გერმანია კოალიციის მხარდასაჭერად გაგზავნის 1 200 სამხედრო მოსამსახურეს და საბრძოლო ტექნიკას, კერძოდ, მზვერავი თვითმფრინავები „ტორნადო", ფრეგატი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამორიცხა სირიის პრეზიდენტ ასადის არმიასთან თანამშრომლობა „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მომავალი ასადთან ერთად არ იქნება, შესაბამისად, არ იქნება თანამშრომლობა არმიასთან, რომელსაც ასადი ხელმძღვანელობს", - განაცხადა მინისტრმა.
ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, გერმანელი სამხედროების პირდაპირი მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში არ იგეგმება.