reportiori.ge - სტივენ კოენი: ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:35
პრეს-დაიჯესტი
სტივენ კოენი: ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით
ავტორი:
05 დეკემბერი, 2015. 10:28



„ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში,  მათმა გეგმამ:  გააგზავნონ მაქსიმალურად ბევრი სამხედრო ინსტრუქტორი ამ ქვეყანაში და მართონ უკრაინის ნაწილი, ოდესის მხარის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, შესაძლოა ქვეყანაში კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს",- თვლის ისტორიკოსი სტივენ კოენი.


ის, რაც დღეს ოდესაში ხდება, წარმოადგენს ამერიკელების „მინი-შეჭრას" უკრაინაში, განაცხადა ამერიკელმა ისტორიკოსმა, პროფესორმა სტივენ კოენმა, ჯონ ბატჩელორის გადაცემაში.


კოენი აღნიშნავს, რომ რეალურად, სიტუაცია ოდესაშ, ბევრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინულ კრიზისში, ვიდრე ეს აქამდე ეგონა. როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის მხარის გუბერნატორად დაინიშნა, კოენმა ჩათვალა, რომ პეტრე პოროშენკო ამ გზით ცდილობდა, უსიამოვნება მიეყენებინა რუსეთისთვის. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ დანიშვნის ინიციატივა  ვაშინგტონიდან მოდიოდა, შესაძლოა, პირადად რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკ-კეინისგან.


 კოენი მხოლოდ ახლა მიხვდა: ოდესა სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს თამაშობს: ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ისტორიკოსი გვახსენებს, რომ დანიშვნის შემდგომ სააკაშვილმა უკრაინაში დიდი რაოდენობით ამერიკელი მრჩევლები მიიწვია.


 ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილის მთელმა წინა კარიერამ საქართველოში, ერთგვარი „რეტუშირება" განიცადა: ამჟამად უკვე აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ  საქართველოს პრეზიდენტის რანგში, სააკაშვილი  პატიმრების წამების ნებას რთავდა ციხეებში, რომ სწორედ სააკაშვილმა მოაწყო, 2008 წელს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება  და არც იმას აღარავინ აქცევს ყურადღებას, რომ სააკაშვილზე მშობლიურ საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.


ამის ნაცვლად, საქართველოს ყოფილი ლიდერი „თეთრ რაშზე  ამხედრებულ რაინდად" გამოჰყავთ, რომელიც ოდესაში წესრიგის დასამყარებლადაა მოვლენილი.


კოენის აზრით, ვაშინგტონი ამ თავისი ქმედებებით, არა მხოლოდ იწვევს მოსკოვს, არამედ თავად იქმნის პრობლემებს:  არც ერთი ბრძენი ადამიანი, რომელსაც უკრაინაში ომის დასრულება სურს, არ ჩამოიყვანდა რეგიონში - არც ასეთი რაოდენობით ამერიკელ სამხედრო მრჩევლებს, მით უმეტეს - სააკაშვილს!


კოენმა დონბასში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა, სადაც ამჟამად კონფლიქტის ესკალაცია მიმდინარეობს,


„ამჟამად კიევი მოვლენების შესაძლო განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს: ან დაიბრუნოს ტერიტორიები სამხედრო გზით, ანდა საერთოდ უარი თქვას მათზე, რადგანაც „ოპოლჩენცების" დამარცხების იმედი მას არა აქვს. ორივე ეს სცენარი ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, რადგან  ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების უკრაინის შემადგენლობაში ყოფნაზე უარის თქმით, ის თავად აქცევს „ოპოლჩენცებს" სეპარატისტებად. გარდა ამისა, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მთლიანად ხდება დამოკიდებული აშშ-ზე, რადგანაც ისტორიკოსის აზრით, ევროკავშირმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა უკრაინის მიმართ და არ სურს მასში თანხის ჩადება.


პროფესორი შეშფოთებულია აგრეთვე, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, გააგზავნოს უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო მრჩევლები, რომლებიც რეგულარულ ჯარებს, ნაციონალურ გვარდიას და მოხალისეებს სამხედრო საქმეს შეასწავლიან.


კოენის თქმით, ეს სიტუაცია მას ვიეტნამის ომს აგონებს, რომელიც სწორედ ასე - დანაწევრებული ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნით იწყებოდა.




წყარო: geoworld.ge, კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016