reportiori.ge - სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:31
მსოფლიო
სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა
ავტორი:
05 დეკემბერი, 2015. 10:39



კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. როგორც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა დევიდ ბოუდიჩმა განცხადა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ. უწყების დირექტორის ჯეიმს კომის განცხადებით კი, დამნაშავეები სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.


„The New York Times"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, პაკისტანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეს - 28 წლის საიედ ფარუქს რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი, ხოლო მისმა მეუღლემ - პაკისტანის მოქალაქემ ტაშფინ მალიქმა „ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.


წყვილის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ბოროტმოქმედები არასამთავრობო ორგანიზაცია „Inland Regional Center"-ის საკონფერენციო დარბაზში შეიჭრნენ, სადაც იმ მომენტში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016