ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში" მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურიდან 280-მდე პროკურორ-გამომძიებელი დაითხოვეს.
„თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორიც არის მაგალითად „კორტების საქმე", „26 მაისის საქმე", ვისი პერსონალური ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ პიროვნებების მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ის პროკურორები, რა საქმეებიც ჩამოვთვალეთ და რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმეებში, დღესდღეობით პროკურატურაში არ მუშაობენ. არცერთი ოლქის პროკურორი, არცერთი დეპარტამენტის უფროსი, უფრო მაღალი თანამდებობის პირი, ამ თანამდებობებზე აღარ მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში მეც მომისმენია პრეტენზიები, თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი. სულ 600-მდე თანამშრომელი. ასევე მივიღეთ 200-მდე ახალი პროკურორ-გამომძიებელი", - განაცხადა შოთაძემ.