კოლუმბიაში 300 წლის წინ ჩაძირული გალეონი "სან-ხოსე" იპოვეს, რომლის ბორტზე სავარაუდოდ უამრავი ოქროს და ვერცხლის მონეტები, ასევე ზურმუხტის ქვებია. აღმოჩენის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. განძის საერთო ფასი დაახლოებით $ 1,5 მილიარდ შეადგენს.
გემი მეფე ფილიპ V-ს ფლოტის შემადგენლობაში შედიოდა და 1708 წელს ინგლისელებთან ბრძოლის დროს კარიბის ზღვაში, ქალაქ კარტახენას მახლობლად ჩაიძირა.
ჩაძირებულ გალეონზე დიდი ხნის მანძილზე იურიდიული დავა მიმდინარეობს: ამერიკულმა კომპანიამ Sea Search Armada კოლუმბიას სასამართლოში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ გემის განძეულობაზე უფლება მხოლოდ მას გააჩნდა, რადაგან 1981 წელს მან დაადგინა ჩაძირვის ადგილი. თუმცა 2011 წელს აშშ-ს სასამართლომ გალეონი კოლუმბიის საკუთრებად სცნო.
გემზე აღმოჩენილი განძის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობა კოლუმბიის პრეზიდენტი მომდევნო პრესკონფერენციაზე გეგმავს.
წყარო :