reportiori.ge - ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა... ჩემი ბრძენი და კეთილი ცოლი, სიმსივნეს ებრძოდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა... ჩემი ბრძენი და კეთილი ცოლი, სიმსივნეს ებრძოდა...
ავტორი:
06 დეკემბერი, 2015. 03:05



ზუსტად განქორწინების წინ, ცოლის უკანასკნელმა თხოვნამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა....



„სახლში ვახშმად დავბრუნდი და ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ მართალია მიმძიმდა, მაგრამ მისთვის რაღაც უნდა მეთქვა. მან არაფერი მიპასუხა და ვახშმობა გააგრძელა. მის თვალებში, მაშინ, პირველად არ შემიმჩნევია ტკივილი...


თუმცა, დაწყებული საუბარი განვაგრძე და ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა. მას არც წყენა გამოხატვია სახეზე და არც გაკვირვება, უბრალოდ, ჩუმად მკითხა, „რატომ?" მე არ ვუპასუხე და ამან ის გააბრაზა. ჩემი მეუღლეს ისტერიკა დაემართა, საგნებს მესროდა და მიყვიროდა, რომ არაკაცი ვარ.


იმ საღამოს მეტი აღარ გვისაუბრია. ოთახში დასაძინებლად გავედი და მესმოდა, ჩემი ცოლი როგორ ტიროდა. სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი მისთვის მიზეზების ახსნას. რა მეთქვა, რომ აღარ მიყვარდა?! რომ ჩემი გული ახლა, სხვა ქალს ეკუთვნოდა?!


მეორე დილით, ხელი განქორწინების საბუთებს მოვაწერე. ცოლს დავუტოვე სახლი, მანქანა და ჩემი კომპანიის 30%. მაგრამ მან დოკუმენტები დახია და მითხრა, რომ ჩემგან არაფერი სჭირდებოდა. მისმა ასეთმა რეაქციამ და ისტერიკამ უფრო გამიძლიერა განქორწინების სურვილი. მე მასში ვეღარ ვხედავდი ქალს, რომელიც ერთ დროს, მიყვარდა და ვაღმერთებდი.


იმ საღამოს, გვიან დავბრუნდი და მალევე დავიძინე. ჩემი ცოლი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა, ღამით, რომ გამომეღვიძა და ის ისევ წერდა. ყურადღება არ მიმიქცევია.


დილით, ჩემმა უკვე ყოფილმა ცოლმა მითხრა, რომ განქორწინების პირობები შეადგინა. ის ითხოვდა, რომ თბილი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა მანამ, სანამ ჩვენი ვაჟი გამოცდებს არ ჩააბარებდა. გამოცდები ერთ თვეში იწყებოდა და მე ამ პირობებს დავთანხმდი. მეორე სურვილი კი, ჩემთვის, ცოტათი სულელური იყო, მას სურდა, რომ მთელი თვის განმავლობაში, ყოველ დილით, საძინებელი ოთახიდან, ხელში აყვანილი გამეყვანა ვერანდაზე, იმის მოსაგონებლად, როგორც ეს ჩვენი ქორწინების პირველ ღამეს გავაკეთე. კამათი არ დამიწყია, რადგან ეს ჩემთვის მაინც არაფერს ნიშნავდა. როდესაც ეს ჩემს ახალ სიყვარულს მოვუყევი, მან სარკასტულად გაიცინა და მითრა, რომ ეს ჩემი ცოლის მხრიდან მანიპულაციას ჰგავდა, რადგან ამ გზით მას სურდა, სახლში დავებრუნებინე. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, რადგან ვიცოდი, ეს არასოდეს მოხდებოდა.


როდესაც პირველ დღეს, ასე მოვიქეცი, ჩემი ცოლი ხელში აყვანილი გამოვიყვანე საძინებლიდან, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, რადგან ერთმანეთთან ინტიმური კავშირი დიდი ხანია, აღარ გვქონდა და საბოლოოდ, უცნობებად ჩამოვყალიბდით. ჩვენმა ბიჭმა კი, სიხარულით დაიწყო აქეთ-იქით სირბილი და ყვირილი: "მამიკო დედიკოს ხელით ატარებს!" „მას არაფერი უთხრა..."- ჩამჩურჩულა ჩემმა ცოლმა. მე ის დავსვი და სამსახურში წავედი.


მეორე დღეს, ყველაფერი უფრო ბუნებრივად მოხდა. მან თავი მხარზე დამადო და მისი სურნელი ვიგრძენი. შევამჩნიე ჩემი ცოლის პატარა ნაოჭები და ოდნავ ჭაღარა თმა, მან ამდენი შესწირა ჩვენს ქორწინებას, მე რა გავაკეთე?


მეოთხე დღეს, ჩვენ შორის პატარა ნაპერწკალი წარმოიშვა.


მომავალი ორი დღის განმავლობაში, ნაპერწკალი ღვივდებოდა. ამის შესახებ, ჩემი მეგობარი ქალისთვის არაფერი მითქვამს.


ბოლო დღეს, როდესაც ჩემი მეუღლე ხელში აყვანილი უნდა გამომეყვანა საძინებლიდან, ის ტანსაცმელს იცვლიდა და შევამჩნიე, რომ ძალიან გამხდარიყო. თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ოთახში ჩვენი ბიჭი შემოვიდა და იკითხა, როდის გაიყვანდა მამიკო დედიკოს ხელში აყვანილს? ეს ჩვენი ოჯახის ჩვეულებად იქცა. ჩემი ცოლი ხელში ავიყვანე და კართან, ზუსტად ის ვიგრძენი, რაც ქორწინების პირველ დღეს. ის ნაზად მომეხვია კისერზე, როგორც მაშინ. ყველაფერი იდეალურად იყო, ერთადერთი მხოლოდ მისი წონა მაღელვებდა, რადგან ის მართლაც ზედმეტად გამხდარიყო.


სამსახურში მისვლისთანავე, ჩემს მეგობარ ქალს ვუთხარი, რომ განქორწინება გადავიფიქრე. რომ ჩვენს ქორწინებას რთული პერიოდი იმიტომ კი არ დაუდგა, რომ ერთმანეთის სიყვარული შევწყვიტეთ, არამედ, იმიტომ, რომ ერთმანეთზე აღარ ვზრუნავდით.


მან სილა გამაწნა და ტირილით წავიდა. მაშინვე სახლში მომინდა წასვლა, იქამდე კი, მაღაზიაში შევიარე, ულამაზესი თაიგული ვიყიდე და წარწერა გავაკეთებინე: „ბედნიერი ვარ იმით, რომ სიკვდილამდე ხელით მინდა გატარო."


სახლში გაღიმებული შევვარდი და ოთახში, ჩემი ცოლი დავინახე, რომელიც ლოგინზე იწვა. ის გარდაცვლილიყო...


როგორც გაირკვა, ჩემი ბრძენი და კეთილი ცოლი, სიმსივნეს ებრძოდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს და ვერც შევამჩნიე, რადგან სხვა ქალით ვიყავი მოხიბლული. ეს ტრადიცია კი იმიტომ დაამკვიდრა, რომ ჩვენი შვილის თვალში მე ქმრის ეტალონად ვქცეულიყავი.


არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ, ურთიერთობაში ხართ თუ არა, ნებისმიერი პატარა წვრილმანი თქვენს სიყვარულს გააძლიერებს. ურთიერთობაში, მხოლოდ შეყვარებული კი არა, მეგობარი და საუკეთესო პარტნიორიც უნდა იყო. ცხოვრებაში, მხოლოდ ამას მიაქციეთ ყურადღება.


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016