სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს მიაჩნია, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც პატრიარქმა განაცხადა, რომ მას შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს, რაზეც პრემიერს უკვე ესაუბრა.
"მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზებრძენი ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალებისუფლება", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა, მსჯავრდებულები დააჯილდოვა და განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები დაბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებსამ საკითხს", - ბრძანა უწმინდესმა.