შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფორე ბ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფორე ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 197 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.