reportiori.ge - მამუკა არეშიძე: NATO-ს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა ალიანსის გაფართოების საკითხზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:09
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: NATO-ს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა ალიანსის გაფართოების საკითხზე
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 10:57



„NATO-ს მინისტერიალზე გამოჩნდა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, არ არსებობს ამის განხორციელების ვადა", - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან"  ინტერვიუში მამუკა არეშიძემ განაცხადა. ექსპერტის თქმით, ვიდრე არსებობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, NATO-ს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.


„ბოლო დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი და მესაუბრა იმ პირებთან, რომლებიც NATO-ს პოლიტიკის შექმნასა და წარმართვაში მონაწილეობენ. ესენი არიან ჩვენი პოლონელი და ბალტიისპირელი პარტნიორები. მათ გვითხრეს, რომ NATO-ს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა ალიანსის გაფართოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ხმები ფაქტობრივად, 50/50-ზე იყოფა. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ბოლო ხანს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი აშშ-ის წინადადებებს მაინცდამაინც ანგარიშს აღარ უწევს, ბევრმა უკვე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. დღეს მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, მიმდინარეობს მისი ახლებურად დალაგების მეტად მტკივნეული პროცესი და ცხადად ჩანს, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება. ამ არეულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღება ყველას უჭირს. მოკლედ, ამ მინისტერიალზეც გვითხრეს, NATO-ში გაწევრიანება გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო", - განაცხადა არეშიძემ.




წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016