reportiori.ge - რეფერენდუმი სომხეთში - უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:31
მსოფლიო
რეფერენდუმი სომხეთში - უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 11:23



გუშინ სომხეთში რეფერენდუმი ჩატარდა. მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.


სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, კონსტიტუციურ ცვლილებას არჩევნებში მონაწილეთა 63,35%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 32,35%.


სომხეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო რეფორმების ის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე ფაქტობრივ გადასვლას გულისხმობს.


რეფორმების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს 5-ის ნაცვლად 7 წლით, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ. პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მას პოსტის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პრეზიდენტს ასევე, უფლებამოსილება ეძლევა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინოს.


საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო მთავრობა იქნება, რომელიც შეიმუშავებს და გაატარებს შიდა და საგარეო პოლიტიკას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ასევე მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა, ქვეყნის მთავარსარდალი კი, ომის დროს პრემიერ-მინისტრი იქნება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016