სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლის ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლო დანიშვნამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოწვია. მურუსიძე 2005 წელს უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის უკანონოდ გათავისუფლებისა და 2012 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეშიც ფიგურირებდა. „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მურუსიძე აცხადებს, რომ თავის დროზე მან კანონიერი განაჩენები გამოიტანა.
„სასამართლო სისტემაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი რომ მაქვს, ამაში უკანონო არაფერია. მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით ამირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ... საკუთარ სინდისთან მართალი ვარ... როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, მიმაჩნდა, რომ კანონის შესაბამისად ვიქცეოდი. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს იმუშავებს", - განაცხადა მურუსიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)