reportiori.ge - „საგურამოჰესის“ მშენებლობა იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:51
საზოგადოება
„საგურამოჰესის“ მშენებლობა იწყება
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 13:03



ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, „საგურამოს" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.


„საგურამოს" ჰიდროელექტროსადგურის  დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება,  წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ. „საგურამოჰესის"  ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და  მასში კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.


კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები - სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.


ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და  დამხმარე მოწყობილობებს  ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.  



ჰესი მთელი წლის განმავლობაში  თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს,  რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი.


მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.


„მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ გავამარტივეთ გარკვეული რეგულაციები, შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიციების განხორციელება და დღეს, რა თქმა უნდა, საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა , რომელთაც ძალიან დიდი ინტერესები აქვთ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ბიზნესმენებიც. საგურამო თითოეული ჩვენი თანამემამულისთვის ასოცირდება დიდ ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროგრესზე და განვითარებაზე ზრუნავდა.

 

 

ახალი ტექნოლოგიური აღჭურვით, ეკოლოგიურად უნაკლო ჰესის აქ აშენება არის ერთგვარი დასტური იმ დიდი იდეებისა და სწრაფვებისა, რაზეც ბოლო ორი საუკუნეა ჩვენი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები ოცნებობდნენ. მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტში და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში. არ არსებობს ქვეყნის წინაშე დიდი და პატარა დამსახურებები. ყველაფერი, თუნდაც რამდენიმე ადამიანის საკეთილდღეიდ გაკეთებული, არის შემადგენელი ერთი საერთო დიდი საქმის. ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, წარმატებულ საქართველოს!", - განაცხადა კახა კალაძემ .


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016