reportiori.ge - ქეთათო: ველოდები ირაკლის „გაცოცხლებას“ სცენაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:44
პრეს-დაიჯესტი
ქეთათო: ველოდები ირაკლის „გაცოცხლებას“ სცენაზე
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 13:37

 

 

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. პირველად ქართულ რეალობაში კონცერტისთვის სპეციალურად დამზადდება ირაკლი ჩარკვიანის 3D გამოსახულება (ჰოლოგრამა), რომლის საშუალებითაც მოხდება ერთ-ერთი ჰიტის თავად ირაკლის მიერ შესრულება.

 

ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდის მუსიკოსის მეუღლე ქეთათო ჩარკვიანი:

 

„ამაღელვებელია ჰოლოგრამა, რომელიც პირველად კეთდება საქართველოში. ვღელავ და ველოდები ირაკლის „გაცოცხლებას" სცენაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. ფონდ „ავტოგრაფს" და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონცერტისთვის დაიხარჯა. ეს იქნება შეჯამება ირაკლის მუსიკის, მისი თანამედროვე ხედვა და მისი ახალი სიცოცხლე. ირაკლი ჩარკვიანი ჩვენთან დაბრუნდება", - განაცხადა ქეთათომ.

 

კონცერტზე ბევრი სხვადასხვა ჯგუფი და შემსულებელი შეასრულებს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს. მუსიკოსის მამა გელა ჩარკვიანი კი მესამე სიუიტას შეასრულებს.


„ძალიან მახარებს ეს ამბავი. ირაკლი შვილია ჩემი, ადრე წასული ამქვეყნიდან და მისი ყოველი „გაცოცხლება" რა თქმა უნდა, დიდ ემოციას იწვევს ჩემში. ამ კონცერტზე მესამე სიუიტას შევასრულებ. თუ შევძელი და კარგად დავუკარი, იმედი მაქვს დამიფასებს მაყურებელი...", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.




წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016