reportiori.ge - უცნობი გუბერნატორის ლექს-მონოლოგი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:19
პრეს-დაიჯესტი
უცნობი გუბერნატორის ლექს-მონოლოგი
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 10:48


სტრიქონ მარცვალაძე



რედაქციაში მოგვიტანეს უცნობის ავტორის ლექსი, რომელიც საკუთარ თავს „გუბერნატორს" უწოდებს თურმე.  ჩვენ ვცადეთ, გაგვერკვია ეს ლიტერატურული ფსევდონიმი იყო მისი თუ უბრალოდ ახირება? ამაზე ლექსის მომტანმა გვიპასუხა, რომ ეს, სავარუდოდ, ამჟამად რეალობაა და ახირება მაშინ იყო, როდესაც ამ ლექსის ავტორი თავს რატომღაც „პრეზიდენტს" უწოდებდა.


მოკლედ რომ გითხრათ, ლექსის მომტანის აბდაუბდა საუბრიდანაც ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ. მხოლოდ იმას მივხვდით, რომ ავტორმა მას ლექსი ტელეფონით უკარნახა. უფრო ზუსტად, მას კი არ უკარნახა, სულ სხვას წაუკითხა ტელეფონში და ამან კი მოისმინა...


აი, როგორ მოისმინა და რატომ, ეს ვერ დავადგინეთ და თავადაც არ ესიამოვნა ასეთი კითხვა, მაგრამ ის კი გაგვაგებინა, რომ მას უბრალოდ დაენანა ასეთი მშვენიერი ლექსის დაკარგვა და ამიტომ, გადაწყვიტა, იგი ჩაეწერა და ჩვენთან, რედაქციაში მოეტანა.


რომ იცოდეთ, ეს დაუმონტაჟებელია და უწყვეტი ვერსიააო, - ზუსტად ასე გვითხრა მან და ისეთი სახით შემოგვხედა, აშკარად მადლობის თქმას ითხოვდა ჩვენგან. სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდით, რას გულისხმობდა, მაგრამ მადლობა მაინც ვუთხარით და გავისტუმრეთ ეს იდუმალი სტუმარი. ლექსი კი, აგერ, თქვენს სამსჯავრიოზე გამოგვაქვს.


„რუსთავი2"-თან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა!

არავითარი სხვა სოფიკო ამაზე მეტი,

არ გამაჩნია!

.

მე დავურეკე გვარამიას, ვიყავი სვეტი,

დავპირდი „სპეცნაზს", „კაკ მინიმუმ" თოთხმეტკაციანს!

არავითარი სხვა მიზანი, სისხლისღვრის მეტი,

არ გამაჩნია!

.

მე ვიყო ქინძი, არ მადარდებს არც „პორო"-ს ბედი,

ბიძინას „შტუკა" ბებერ გულზე ლახვრად მაჩნია!

რევოლუცია! - სხვა საშველი ამაზე მეტი,

არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!



წყარო: bstv.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016