reportiori.ge - თეა წულუკიანი: პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებით დავარღვევთ იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა ჰქვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:50
საზოგადოება
თეა წულუკიანი: პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებით დავარღვევთ იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა ჰქვია
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 14:36



იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება ჰქონდეს.



მისი თქმით, პატრიარქისთვის აღნიშნული უფლების მინიჭებით კონსტიტუციურ პრობლემებს წავაწყდებით და დავარღვევთ იმ პრინციპს, რასაც სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა ჰქვია.



ასეც რომ არ იყოს, მე არ ვისურვებდი, რომ ჩვენი ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელს ჰქონდეს შეწყალების უფლება, რადგან ამ შემთხვევაში ასევე გიწევს შეწყალებაზე უარის თქმაც. ეს ძალიან დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც მე მას ნამდვილად არ ვუსურვებ. ჩვენ - საერო ხელისუფლება ვართ აქ იმისთვის, რომ მივიღოთ ნეგატივი, როდესაც მოქალაქეს ვეუბნებით უარს.

თუკი პატრიარქს აქვს განცდა, რომ უფრო მეტი პატიმარი იმსახურებს შეწყალებას, ამისთვის საკმარისია, პრეზიდენტმა უფრო მეტად გაითვალისწინოს სასულიერო პირების, მათ შორის პატრიარქის რეკომენდაციები. ამით ეს პრობლემა ამოიწურება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016