reportiori.ge - მამუკა არეშიძე: ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:26
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 15:25



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირების გამოსავლენად ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტურად იმუშავეს.



როგორც ვიცი, ოპერატიული რეაგირება ისედაც იყო დაგეგმილი... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მავანს და სწორედ ამიტომაც ვნახეთ ის ვიდეოგამოსვლა. ამით შეეცადნენ ყურადღების მიპყრობას. მოკლედ, როგორც ჩანს, დასწრებაზე იყო საქმე.

ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედება, რომელთაც მე ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე, ამ ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა. მიმაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტიანად იმუშავეს. იმ ოთხიდან, რომელიც ბოლოს დააკავეს, ერთი, რომლის გვარ-სახელსაც ვერ დავასახელებ, ნამდვილად დასაჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

ჩემთვის ცნობილია, მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის" შესახებ. ეს, ჩემს გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულმა ბევრმა ადამიანმა იცოდა", -განაცხადა მამუკა არეშიძემ.



მისი თქმით, ამ ეტაპზე გასაკეთებელი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს ერთჯერადი კამპანია არ უნდა იყოს. აღნიშნულმა პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს, რომელშიც მთავარი პრევენციული ზომების მიღება უნდა იყოს.



ხოლო რასაც პრევენცია ვერ უშველის, სამართლებრივად უნდა აღმოიფხვრას. სხვა მხრივაც არის სამუშაო. ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული. ეს შესაჩერებელია! თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას: უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს მუსლიმანებს, ტრადიციული ისლამის მიმდევრები უნდა დაიყენოს ხელისუფლებამ გვერდით, ამ ხალხს შეუძლია თვითონ შექმნას ფუნდამენტალისტებისთვის პრაქტიკულად გაუვალი ბარიერი. სახელმწიფოსგან მიტოვებული სოციალური ჯგუფი ყოველთვის ხდება სხვისი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის მტრის ლუკმა. ეს აქსიომაა!" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016