reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვიზრუნოთ, რომ ყველა უბანს, მიკრორაიონს, კვარტალს გააჩნდეს პარკირების სივრცე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:30
საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვიზრუნოთ, რომ ყველა უბანს, მიკრორაიონს, კვარტალს გააჩნდეს პარკირების სივრცე!
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 15:32



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ვეხმიანები აქციას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მართავენ ფეხითმოსიარულეთა უფლებებისთვის.

 

ტროტუარებზე მპარკირებელ ავტომფლობელთა მიმართ აგრესიას აქვს ადგილი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აქცენტებს აკეთებენ მოქალაქე ავტომფლობელთა დაბალ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და კულტურაზე და არავინ იმაღლებს ხმას მუნიციპალურ ვალდებულებებზე - მიწიქვეშა/მიწისზედა სადგომების მოწყობის გადაუდებელ აუცილებლობაზე! რა ქნას ადამიანმა, საერთოდ არ გააჩეროს იმ ობიექტთან მოშორებით მაინც, საითაც მიემგზავრება, თუ ადგილების დეფიციტის გამო უარი უთხრას საკუთარ თავს ავტომანქანით მომსახურებაზე. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ის, ვინც ზემოხსენებულ მძღოლებს განიკითხავს, თავად არის სანიმუშოდ მოწესრიგებული, თუკი მძღოლია, რადგან დღეს შეუძლებელია უპრობლემო პარკირება, ვინაიდან პარკირების სერვისი რეალურად არ გაგვაჩნია და სახელდახელოდ დახაზული პარკირების ადგილების რაოდენობა მეათედითაც ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნას!

 

თუ რეალურად შეგვტკივა გული ფეხითმოსიარულეთა შელახული უფლებების გამო, რომელთა რიცხვში განსაკუთრებით გამოვყოფდი ეტლით მოსარგებლეებს და სხვა შშმ პირებს, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ურბანული განვითარების გეგმის ფარგლებში ყველა უბანს, მიკრორაიონს, კვარტალს გააჩნდეს პარკირების სივრცე!" - ნათქვამია ლორთქიფანიძის განცხადებაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016