reportiori.ge - გიორგი ჭირაქაძე: ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მეტი პირდაპირი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:17
საზოგადოება
გიორგი ჭირაქაძე: ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მეტი პირდაპირი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 16:57



საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მეტი პირდაპირი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს.



მთავარია ის, რომ უნდა არსებობდეს პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ყველა პრობლემაზე, რომელიც ბიზნესმენებს აწუხებთ, რეაგირება მყისიერად უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ.



მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგი წელი პოლიტიკურად აქტიური და საარჩევნო წელია, მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ მხარეს შორის მეტი კომუნიკაცია არსებობდეს.



ჩვენ, ბიზნესი იმედიანად ვართ განწყობილები. ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლების ყველა შტოსთან, როგორც კი რაიმე პრობლემა ან სერიოზული პრეტენზიები იქნება, ამაზე აუცილებლად მომენტალურად განვაცხადებთ, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება გააცნობიერებს იმას, რომ ბიზნესთან აქტიურად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევძლებთ, შემდეგი წელიც შევინარჩუნოთ სტაბილურ წლად.

იმედი არ მაქვს, რომ მომავალ წელს დიდი ეკონომიკური ზრდა იქნება. ეს არ არის მარტო საქართველოზე დამოკიდებული. თქვენ ხედავთ, რაც ხდება რეგიონში. მაგრამ ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთობლივი მუშაობით გააკეთებენ იმას, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და წინ წავიდეს", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016