reportiori.ge - მამუკა კვარაცხელია: უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერად გასხვისდა თბილისის სტადიონები წინა ხელისუფლების დროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:00
სპორტი
მამუკა კვარაცხელია: უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერად გასხვისდა თბილისის სტადიონები წინა ხელისუფლების დროს
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 17:22



უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია თბილისში არსებული სტადიონებისა და საფეხბურთო მოედნების პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქში ბოლო წლებში 22 სტადიონი განადგურდა. ამის შესახებ კვარაცხელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ თბილისში არსებული სტადიონებისა და საფეხბურთო მოედნების უმრავლესობა წინა ხელისუფლების პირობებში გაიყიდა და ამ ტერიტორიებზე ახლა საცხოვრებელი კორპუსები შენდება. კვარაცხელია მერიასა და საკრებულოს გარკვეული ღონისძიებების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა ის სტადიონები მაინც აღარ განადგურდეს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისში შემორჩა.


„თითქმის ერთი წელიწადია თბილისში სტადიონებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ვიკვლევ და აღმოვაჩინე, რომ 22 სტადიონი თუ საფეხბურთო მოედანი განადგურდა. ეს სტადიონები იყიდება და შენდება კორპუსები. დღეს შევიტანე მერიაში და საკრებულოში წერილი, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, და გამოვხატე გულისტკივილი, რომ იქნებ ჯერ კიდევ რაღაც გადავარჩინოთ. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ეს ტერიტორიები გასხვისებულია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს და სამწუხაროდ, ჯერჯერობით მგონი არც არსებობს მექანიზმი ამ სტადიონების გადასარჩენად. ამიტომ, ალბათ დიდი ამბავი უნდა ავტეხოთ, რომ აღნიშნულმა ორგანოებმა რაიმე მექანიზმი მოიძიონ, რათა გადავარჩინოთ ეს სტადიონები.

 

შესაძლოა, მერია და საკრებულო მოელაპარაკონ იმ პირებს, ვინც იყიდა ეს ტერიტორიები და ალტერნატიული ფართი გამოუყოს. უნდა შეისწვალონ, რამდენად კანონიერად არის გასხვისებული ესა თუ ის სტადიონი ან მოედანი. ასევე შესაძლოა ამ ტერიტორიების გამოსყიდვა", - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016