reportiori.ge - დავით ლორთქიფანიძე: ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:57
ინტერვიუ
დავით ლორთქიფანიძე: ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს!
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 15:08


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურად მწვავე პროცესებზე „რეპორტიორთან" საუბრობს:


- 2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდზე ოდნავ მეტია. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი შესაძლოა, მთლიანად ვერ ასრულებდეს ყველა ვალდებულებას, მაგრამ, ტენდენცია, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, ნათელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.


საუბრები, თითქოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხმარდება გაზრდილ ხელფასებს, არის მტკნარი სიცრუე. სამაშველო სამსახურის ხელფასები გადმოდის ბიუჯეტის ხარჯზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან. ბუნებრივია, ამან ასახვა ჰპოვა შსს-ს სახელფასო მუხლში. გარდა ამისა, იცით, რომ 2016 წელს არის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, საჭიროა დამატებითი თანხები. დანარჩენი ყველაფერი არის სიტყვების თამაში. ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს!


- რაც შეეხება რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ვითარებას...


- ამ სიტუაციაში ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ძალიან ცუდია, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან ქიშპობს. მოგეხსენებათ, რუსეთმა თავის ტერიტორიაზე თურქული პროდუქციის შეტანა აკრძალა. ორივე მხარე მოუწოდებს თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ ტურისტული ვიზიტებისგან. მოგეხსენებათ, თურქულ კურორტებზე დამსვენებლების დიდი რაოდენობა რუსია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზულად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ურთიერთობაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვყვეთ ამ ჭიდილის წნეხის ქვეშ. ფაქტია, რომ პროცესი სწრაფად უნდა დარეგულირდეს, რათა რეგიონში სტაბილურობის განცდა დაბრუნდეს. საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს პროცესებში, რათა უმოკლეს ვადებში დარეგულირდეს რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობა.


- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე ამ მიმართულებით და რამდენად ართმევს თავს ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს?


- სამწუხაროდ, ტერორიზმისგან დაცული არცერთი ქვეყანა არაა. ფაქტია, რომ ისეთი განვითარებული ევროპული ქვეყანა, როგორიც საფრანგეთია, 13 ნოემბერს მოექცა ტერორიზმის სისასტიკის ქვეშ და დაიღუპა უამრავი უდანაშაულო ადამიანი. რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს. მაგრამ ქართული სახელმწიფო, სპეცსამსახურები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობენ ისე, რომ მაქვს მაქსიმალურად დაცულობის განცდა. ისინი დღედაღამ მუშაობენ, რომ ყოველგვარი გამოვლინება დასაწყისშივე აღკვეთონ. არ არის დასამალი, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულეა წასული სირიაში. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ჩართულები არიან ამ პროცესებში. ეს ვითარება მოითხოვს დიდ ყურადღებას და ვფიქრობ, რომ ამას სახელმწიფო სამსახურები თავს კარგად ართმევენ.


- საარჩევნო წელი იწყება, უკვე მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები საარჩევნო სიის შედგენის თაობაზე...


- 2016 არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ბუნებრივია, დღეს მიმდინარეობს აღნიშნულ თემებზე საუბრები. წარმატების მოსურნე ყველა პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ ქართველი ამომრჩევლის წინაშე წარდგეს რაც შეიძლება მეტი დივიდენდით და მეტი ხმა მიიღოს. ასე მოქმედებს „ქართული ოცნებაც". ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეების საზოგადოებამდე მიტანას. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ პიარის თვალსაზრისით მოვიკოჭლებთ. ბევრი რამ საზოგადოებისთვის უცნობია. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ აქ ხელს აკლებენ სათანადო სამსახურები. უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები.


დეპუტატობის ყველა კანდიდატმა თავისი განვლილი გზით უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია, მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის არჩევნებშიც! 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016