reportiori.ge - ტერაქტის საფრთხის გამო, თვითმფრინავმა ბუდაპეშტში საგანგებო დაშვება განახორციელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:25
მსოფლიო
ტერაქტის საფრთხის გამო, თვითმფრინავმა ბუდაპეშტში საგანგებო დაშვება განახორციელა
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 18:16



სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინი-ჰურგადას რეისს ასრულებდა, ბუდაპეშტის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა.



„როიტერის" ცნობით, ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ.



გავრცელებული ინფორმაციით, მუქარის შეტყობინება ავიადისპეტჩერს მიუვიდა. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითმფრინავის შემოწმება მიმდინარეობს. ასევე ამოწმებენ მგზავრების კუთვნილ ტვირთებს.



ერთ-ერთი ვერსიით, ავიალაინერი ავიაკომპანია  „Condor"-ის საკუთრებაა, თუმცა სამართალდამცავ უწყებაში ავიაკომპანიის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 130 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016