შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ვლადიმერ ხ. თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, გრიგოლ ხ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „მარგოლინის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდითა და 3 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).