reportiori.ge - „აზრთა სხვადასხვაობა“, ანუ რისი ეშინია სააკაშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:28
პრეს-დაიჯესტი
„აზრთა სხვადასხვაობა“, ანუ რისი ეშინია სააკაშვილს?
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 11:04


მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები


ამ დღეებში საიტმა „უკრაინსკაია რევოლუცია" გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.


მკითხველმა იცის ჩანაწერის შინაარსი და ამიტომ მისი გადმოცემით აღარ დავღლით. ჩანაწერი ბევრი თვალსაზრისით არის საყურადღებო.

ჩანაწერი ათწუთიანია და ბევრი უცენზურო სიტყვაც ისმის. გოკა თანაპარტიელების გინებასაც არ ერიდება, თუმცა, აქ საყურადღებო სხვა მომენტებია:


1) მართალი აღმოჩნდა ხმები, პარტიაში დიდი განხეთქილებააო.

2) გიჟს სააკაშვილს მარტო მისი ოპონენტები არ უწოდებენ.

3) სააკაშვილს ეშინია, რომ მას პარტიაში ჩააჩოჩებენ.

4) სააკაშვილი ისევ ყოფილ ძალოვანებს ეყრდნობა - ადეიშვილს და ახალაიას, რაც ადასტურებს, რომ მან ვერაფერი ისწავლა და ვერაფერი გაიგო.

5) ეს ყოფილი ძალოვანები „პაზორნი ტიპებად", თურმე, მარტო ჩვენ არ მიგვაჩნია და „ნაციონალური მოძრაობის" ერთი ლიდერი მაინც გვეთანხმება.

6) არ ცდებოდნენ ოპონენტები, როცა წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მონები სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, იმავეს ამტკიცებს მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.


ახლა გაურკვეველი მხოლოდ ის რჩება, როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში. ამ ჩანაწერმა შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" მომავალი სრულიად შეცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, მიშამ და სხვებმა პოლიტიკური მიზნების გამო არ გადაყლაპეს შეურაცხყოფა და ისე არ გააგრძელეს ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა.


ამ ჩანაწერზე კომენტარი ჯერ მხოლოდ აკო მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა გააკეთეს. ერთმა  - დაგვიმონტაჟესო, მეორემ  - რა პრობლემაა, ყველა პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობაო. გაბაშვილი სააკაშვილს გიჟს ეძახის, ადეიშვილს აგინებს, ნახევარ პარტიას პრ...ჭებად მოიხსენიებს და ნუგზარ წიკლაური ამას აზრთა სხვადასხვაობას უწოდებს. ეტყობა, ამას მათ პარტიაში ახლა ასე ჰქვია.




წყარო: kvirispalitra.ge, მერაბ მეტრეველი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016