reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: საარჩევნო სიაში პროფესიონალი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:30
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ვოლსკი: საარჩევნო სიაში პროფესიონალი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 11:38


„ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვერავის გავახარებ - მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ შემადგენლობით გავა"


ვიხილავთ თუ არა „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში შს მინისტრის მოქმედ მოადგილე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს, ამასთან, გახდება თუ არა ყოფილი პრემიერი მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, - „კვირის პალიტრის" კითხვებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პასუხობს:


- არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძის ან ოთარ აბესაძის კანდიდატურები განიხილებოდეს. საარჩევნო სიაში პროფესიონალი, პატრიოტი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან.


- პარტიის აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს არ დაუმალავს, რომ გუნდის გასაახლებლად მოლაპარაკებები „ინტელექტკლუბის" წევრებთანაც მიმდინარეობდა.


- „ინტელექტკლუბის" წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ გვქონია.


- პარტიის წევრების ნაწილი ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი თავი მომავალ პარლამენტში, მაგალითად „რესპუბლიკელებთან", ვერ წარმოუდგენია.


- ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვერავის გავახარებ - მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ შემადგენლობით გავა, ჩვენს რიგებში მსახიობიც იქნება და სპორტსმენიც, ვისაც კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემები კარგად ესმის.


- ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გავრცელდა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერი სიის პირველ ნომრად მოიაზრება თუ გუნდს მხარს არაოფიციალური სტატუსით დაუჭერს?


- ზვიად ძიძიგურის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და რჩება გუნდის მთავარ წევრად - ის „ქართული ოცნების" ლიდერი ჯერ კიდევ 2011 წლიდანაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციას იმ ფორმატით მართავს, რაზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. ბევრჯერ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია. მართალია, მან აღნიშნა, თუ რამე განსაკუთრებული მოხდა, პოლიტიკაში დავბრუნდებიო, მაგრამ ვითარება საგანგაშო მდგომარეობისგან რადიკალურად განსხვავდება. ნებისმიერ პარამეტრში ქვეყანა წინ მიდის, თუმცა უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.

 

- ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის შედგენაშიც მიიღებს მონაწილეობას?


- საარჩევნო სიაზე კოალიციასთან ერთად „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოც მუშაობს, რაღაც საკითხებზე გუნდის ლიდერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთანაც ექნება.




წყარო: „კვირის პალიტრა", რუსუდან შელია



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016