„სააკაშვილის გუნდი უკრაინაში ჩაფლავდა - ე.წ. ქართველმა რეფორმატორებმა ძირეული რეფორმების განხორციელება ვერ შეძლეს", - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი გოგავა აცხადებს. მისი თქმით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებით, „პოროშენკომ პანდორას ყუთი გახსნა, რომელიც უკრაინას დიდ უბედურებას მოუტანს".
„იმის გამო, რომ მაიდნის დაფინანსებაში სააკაშვილიც მონაწილეობდა და ის მაკ-კეინის მხარდაჭერით სარგებლობს, პოროშენკოსგან ოდესის გუბერნატორობა მიიღო. თუმცა, როგორც კი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირებას გაბედავს, საქართველოში დაადეპორტებენ.
მას პოროშენკოს წინააღმდეგ ბერკეტი არ გააჩნია, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილი მართლაც ცუციკივითაა პოროშენკოსთან, „ნაციონალებთან" კი „მაგარი ბიჭის" როლის მორგებას ცდილობს. უკრაინაში ჩაფლავება „ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს, პარტიის წევრები ვირთხებივით დაერევიან ერთმანეთს. ეს ჯგუფი კარგად ხვდება, რომ ქართულ რეალობაში მომავალი არა აქვთ, ამიტომ მათ შორის დაპირისპირება უკიდურეს ფორმებს მიიღებს", - განაცხადა გოგავამ.
წყარო: „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)