reportiori.ge - „ბოტანიკურ ბაღს განადგურების საფრთხე ემუქრება!“ - რატომ გაათავისუფალეს ბოტანიკური ბაღის დირექტორი თანამდებობიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:24
საზოგადოება
„ბოტანიკურ ბაღს განადგურების საფრთხე ემუქრება!“ - რატომ გაათავისუფალეს ბოტანიკური ბაღის დირექტორი თანამდებობიდან
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 13:44


საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან ბოტანიკურ ბაღს განადგურების საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ გოცაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე განმარტა, რომ თბილისის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ბოტანიკური ბაღის, დენდროლოგიური პარკისა და ვერეს ხეობის გაერთიანება და ტურისტული ინსფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გოცაძის თქმით, ბაღის განადგურებას გამოიწვევს.


აქვე გოცაძე საუბრობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება რამდენიმე დღის წინ უკანონოდ მოხდა. ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ვარაუდობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება სწორედ ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.


„დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი საფრთხის წინაშე დგას. გადაწყვეტილია ბაღში სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობით, ამ ადგილის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მოიწონა ქალაქის მთავრობამ. დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ნუგზარ კახნიაურისა და სხვების მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გაერთიანდეს დენდროლოგიურ პარკთან და ვერეს ხეობასთან და ჩამოყალიბდეს ერთიანი მსხვილი ტურისტული ცენტრი. გარდა ამისა, უნდათ, რომ ბაღში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების დაკნინება და საბოლოო გაქრობა მოხდეს. ამის სანაცვლოდ ტურიზმის გაძლიერებით სურთ ქალაქის შემოსავლების ზრდა. ამის დასტური არის ის ფაქტები და მოვლენები, რაც ბოლო დღეებში განვითარდა. მათ ეს გადაწყვეტილება ჩემთან შეთანხმების გარეშე მიიღეს. მთავრობის სხდომაზე, ჩუმად, ისე, რომ ქალაქის საკრებულოც კი არ იყო საქმის კურსში, მომხსნეს თანამდებობიდან და დანიშნეს ახალი დირექტორი. ქალაქის მთავრობის წევრების ცრუ დაპირებებისა და სიტყვიერი გარანტიების მიუხედავად, დავრჩი ბაღის გარეთ. მათი მიზანია ჩემი თავიდან მოცილება, რათა ხელი არ შევუშალო ვერაგული გეგმების განხორციელებაში.

 

როგორც წესი, როდესაც იგეგმება რაიმე რეორგანიზაცია, ამაზე შეთანხმება ხდება დირექტორთან. წინა ორშაბათს, ზუსტად ერთი კვირის წინ, დამიბარეს ქალაქის მერიაში, ირაკლი ლექვინაძემ დამიყენა საკითხი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და 2 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გადიოდა საკითხი, რათა ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბებულიყო. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელიც ჰყავდათ უკვე შერჩეული, ბათუმის ბოტანიკური ბაღის უკვე ყოფილი დირექტორი თამაზ დარჩიძე. მე დავსვი კითხვა, თუ რატომ არ დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა ბაღის გაერთიანება სხვა რაიმე სტრუქტურასთან. მათ მითხრეს, რომ ბაღს არ ემუქრებოდა არანაირი საფრთხე, უბრალოდ, ახლა, ვინაიდან დენდროლოგიურ პარკში და ვერეს ხეობაში არ არის შენობა, სადაც განთავსდება ხელმძღვანელობა, რომელიც ზოგად მენეჯმენტს გაუწევს და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იზრუნებს, ამიტომ, მათ სჭირდებოდათ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა. მე მითხრეს, რომ ეს იყო დროებითი და ამ ბატონმა უნდა უხელმძღვანელოს მხოლოდ დენდროლოგიური პარკისა და ვერეს ხეობის ტერიტორიაზე განსახორციელებელ სამუშაოებს. მე დამპირდნენ, რომ ბაღში დავრჩებოდი და ბოტანიკურ ბაღს არავითარი საფრთხე არ დაემუქრებოდა", - განაცხადა ნინო გოცაძემ.


ნინო გოცაძე მოითხოვს, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დარჩეს დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად. გოცაძე ასევე ითხოვს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ნუგზარ კახნიაურის თანამდებობიდან გათავისუფლებას. გოცაძე განმარტავს, რომ სწორედ ნუგზარ კახნიაური ხელმძღვანელობს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაოებს.


„თავის დროზე, 2011 წელს, იგეგმებოდა იგივე, რაც ახლა ხდება. მაშინ ბაღის რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი ვიყავი. შევეწინააღმდეგე მაშინდელი ხელისუფლების გეგმებს და ამის გამო მაშინ გამომაგდეს ბაღიდან, თუმცა, თავიანთი გეგმა ვეღარ განახორციელეს. ახლაც იგივე გრძელდება.

 

ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დარჩეს დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად და არ დაემუქროს საფრთხე. ბაღი უნდა გამოეყოს ქალაქის მერიას და შეუერთდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, რათა გადარჩეს სამეცნიერო მიმართულებები ბაღში. ბაღის ხელმძღვანელი უნდა იყოს ამ დარგის სპეციალისტი.

 

ასევე მოვითხოვ, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს ჩამოშორდეს ნუგზარ კახნიაური. თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობა, ჯანსაღი გარემო და ჩვენი მომავალი არ უნდა დარჩეს არაპროფესიონალი, გაურკვეველი წარსულისა და გამოცდილების არმქონე დილეტანტების ხელში.

 

ვაპირებთ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენებას", - აღნიშნა გოცაძემ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016