სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ახალი მთავარი პროკურორის მიმართ იმედიანად არის განწყობილი. მას აქვს მოლოდინი, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის მოღვაწეობის პერიოდში სამართლიანობა იზეიმებს.
„როცა ირაკლი შოთაძის სახით პროკურატურას უაღრესად ადამიანური ღირებულებების მქონე ხელმძღვანელი ჰყავს, ცხადია, იმედი ისევ გაჩნდა. იმედი იმისა, რომ ჩვენი შვილების მკვლელებს და ამ მკვლელობების დამკვეთებს საკადრისი მიეზღვებათ. როგორც იქნა, სამართალინობა იზეიმებს. რაც შეეხება სანდროს საქმეს, რომელიც რამდენიმე ნაწილად დაიყო. ყველა ნაწილში მთავარი დამნაშავეა თაკო სალაყაია. მივმართავ ბატონ ირაკლის - ჩემთვის სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა თაკო სალაყაია დაისჯება", - განაცხადა გირგვლიანმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)