reportiori.ge - მიხეილ ხოდორკოვსკიზე ძებნა გამოცხადდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:20
მსოფლიო
მიხეილ ხოდორკოვსკიზე ძებნა გამოცხადდა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 14:18


სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა კომპანია „იუკოსის" ყოფილ უფროს მიხეილ ხოდორკოვსკიზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს.


მანამდე კი ხოდორკოვსკის ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი. ამ მკვლელობის ორგანიზებისთვის 2006 წელს „იუკოსის" ეკონომიკური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს ალექსეი პიჩუგინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.


ხოდორკოვსკი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.


გამოცემის ცნობით, გამორიცხული არ არის, რუსეთმა შესაბამის ორგანოებს მიმართოს „იუკოსის" ყოფილ უფროსზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით.


ხოროდკოვსკიზე ძებნის გამოცხადების საკითხის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 2013 წელს, როცა ვლადიმირ პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა,  რუსეთის პრეზიდენტი არ იყო ინფორმირებული მის შესაძლო კავშირზე პეტუხოვის მკვლელობასთან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016