reportiori.ge - საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა“ 8-9 დეკემბერს იმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:42
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა“ 8-9 დეკემბერს იმართება
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 14:52


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვე"-ს (INNOVE) მონაწილეობით, 8-9 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენციას - „ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა" მართავს.


კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების განხილვა ეროვნული სასწავლო გეგემების განვითარებისა და დანერგვის მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე განათლების სპეციალისტები, რომლებიც ერთმანეთს იმ საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მოსწავლეებში სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საკლასო შეფასების საკითხებს.


კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოშო მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, მისი შესაბამისობა ეროვნულ საჭიროებებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან. კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ერთობლივად შეიმუშავებენ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საქართველოში დანერგვისთვის საჭირო რეკომენდაციებს.


კონფერენციას ესწრებიან საქართველოს განათლების სისტემის წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასწავლო გეგმის ექსპერტები, განათლების მკვლევარები, ასევე, ესტონეთისა და  ფინეთის სასწავლო გეგმის ექსპერტები.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016