reportiori.ge - ჯემალ ჭკუასელი: არავის აქვს უფლება, სხვისი რელიგია შეურაცხყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:07
პრეს-დაიჯესტი
ჯემალ ჭკუასელი: არავის აქვს უფლება, სხვისი რელიგია შეურაცხყოს!
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 15:45


რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. საქმე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეა.


ცვლილებების მიხედვით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.


ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


როგორ ფიქრობთ, რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფის გამო უნდა დაწესდეს  ჯარიმა? - ამ კითხვით „რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა. ანსამბლ „ერისიონის" კონსულტანტი ჯემალ ჭკუასელი ამბობს, რომ ეს კანონი ამ დრომდეც უნდა დარეგისტრირებულიყო:


„მე ქრისტიანი კაცი ვარ და ვფიქრობ, რომ აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველასთვის უნდა შემოიღონ ეს კანონი. სხვა რელიგიების მიმართაც არ უნდა ხდებოდეს ასეთი ფაქტები, არავის აქვს უფლება, სხვისი რელიგია შეურაცხყოს", - აცხადებს ჭკუასელი.




წყარო: „რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016