reportiori.ge - 8 დეკემბერს რეზო ჩხეიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:30
კულტურა
8 დეკემბერს რეზო ჩხეიძის დაბადების დღეა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 15:56


8 დეკემბერს რეზო ჩხეიძის დაბადების დღეა - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე 1926 წელს ქუთაისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი - დია ჩიანელი) ოჯახში დაიბადა.



1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო).



1963-81 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, 1963-73 წლებში - ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1974 წლიდან საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პედაგოგი (პროფესორი, კინოფაკულტეტის კათედრის გამგე), 1973 წლიდან 2006 წლამდე კინოსტუდია „ქართული ფილმის" (ამჟამად სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი") გენერალური დირექტორი. 1992 წლიდან იყო ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.



რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე" (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).



გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი" (1959), „განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი" (1962), „ჯარისკაცის მამა" (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), „ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.



დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით. არის ღისრების ორდენის კავალერი (1996). 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.



რეზო ჩხეიძე 2015 წლის 4 მაისს გარდაიცავალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



დღეს, 18:00 საათზე, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგება რეზო ჩხეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  „ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის სესია. გაიხსენებენ  დიდი რეჟისორის  წერილს „ეს არის ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც" ,  ასევე ნაჩვენები იქნება  მოკლემეტრაჟიანი ბიოგრაფიული ფილმი რეზო ჩხეიძეზე „ის, რაც მახსოვს".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016