reportiori.ge - გოგი თოფაძე: სურსათის კუთხით საქართველოს ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:15
პრეს-დაიჯესტი
გოგი თოფაძე: სურსათის კუთხით საქართველოს ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 16:32


„სურსათის კუთხით საქართველოს ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსა", - ამის შესახებ გოგი თოფაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, საზღვრებს გარედან შემოსული ლამაზად შეფუთული პროდუქციის უკან, რეალურად, უვარგისი პროდუქცია იმალება; ასევე არაა თვალსაჩინო წარწერა გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე. ამასთან, თოფაძის თქმით, არასწორია, რომ გენმოდიფიცირებული და ნატურალური პროდუქცია დახლებზე ერთად დევს.


„კანონი, რომელიც პროდუქციაზე შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერის გამოტანას ავალდებულებს, რეალურად, მას არავინ ემორჩილება და პრაქტიკულად, უმოქმედოა. კანონში პირდაპირ წერია, რომ წარწერა „გმო" თვალსაჩინოდ უნდა იყოს. ამას არ ასრულებენ და ისეთი წვრილი შრიფტით აწერენ, ლუპითაც ვერ დაინახავ. ნებისმიერ პროდუქტში გმო-ს შემცველობა 0.9 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, ჩვენთან კი პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა 40 %-ს აჭარბებს, რაც კატასტროფაა", - განაცხადა თოფაძემ.


მისი თქმით, აუცილებელია, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად  საქართველოში გაიხსნას ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში შემოსულ პროდუქციას შეამოწმებს.


„ერთი სიტყვით, უსერიოზულესი პრობლემის წინაშე ვდგავართ და სასწრაფო ზომების მიღება გვმართებს", - აღნიშნა თოფაძემ.


 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016