reportiori.ge - თემურ ქეცბაია: ქართულ ტელევიზიებს თუ დაუჯერებ, მართლა აღარ მოგინდება საქართველოში ჩასვლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:16
პრეს-დაიჯესტი
თემურ ქეცბაია: ქართულ ტელევიზიებს თუ დაუჯერებ, მართლა აღარ მოგინდება საქართველოში ჩასვლა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 16:49


„ქართულ ტელევიზიებს თუ დაუჯერებ, მართლა აღარ მოგინდება საქართველოში ჩასვლა", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთლთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია აცხადებს. მისი თქმით, ქართული მედიიდან მხოლოდ ნეგატივი და დაპირისპირება ისმის.



„პოზიტიურზე არაფერს ამბობენ, მხოლოდ ნეგატივი ისმის - ჩხუბი, არეულობა, ერთმანეთის ჭამა... დავიჯერო, კარგი არაფერი ხდება?! მაგრამ, ტელევიზიით რაც უნდა აჩვენონ, მე ქართველი კაცი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა ჩამოსვლის შანსი მომეცემა, ყოველთვის ჩამოვალ... ნაკრებიდან ისე წამოვედი, არ მომეცა გულშემატკივრისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა. გადაწყვეტილი კი მქონდა წასვლა, მაგრამ არ მეგონა, ბოლოსკენ ასე თუ შეტრიალდებოდა სიტუაცია... არადა, ხუთი წლის განმავლობაში ნაკრების სათავეში სწორედ ხალხის სიყვარული მაჩერებდა! ქომაგს იმედები ვერ გავუმართლეთ, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ნაკრებში მუშაობისას, ქართველ ჟურნალისტებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანი არ შემხვედრია, გულთბილად რომ არ მოვეკითხე!" - განაცხადა ქეცბაიამ.


 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016