reportiori.ge - „იმედის კლინიკის“ დირექტორი დავით კობეშავიძე დამსაქმებლებს ორსულთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:45
საზოგადოება
„იმედის კლინიკის“ დირექტორი დავით კობეშავიძე დამსაქმებლებს ორსულთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 17:49


„იმედის კლინიკის" დირექტორი, მეან-გინეკოლოგი დავით კობეშავიძე განცხადებას ავრცელებს და დამსაქმებლებს ახალი ინიციატივით მიმართავს. კობეშავიძის განცხადებას, რომელიც პრეს-სამსახურმა „რეპორიტორს" მიაწოდა, უცვლელად გთავაზობთ:


„დღეისათვის მომრავლდა  დასაქმებულ ორსულთა რაოდენობა, რაც მისასალმებელია, თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში ქალებს ძალიან უჭირთ მუშაობა - მუდმივად მონიტორთან ჯდომა ან ფეხზე დგომა. დღევანდელი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ორსულ ქალბატონებს არა აქვთ იმის ფუფუნება, დეკრეტული უფასო შვებულებით დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლონ და მშობიარობამდე სრული დატვირთვით უწევთ მუშაობა, რაც იწვევს მათ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. ეს უკანასკნელი კი აისახება როგორც ორსულის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

 

ამავე დროს, ორსული ქალები დილემის  წინაშეც ხშირად დგებიან, ვინაიდან დამსაქმებელთა მხრიდან მკაცრად კონტროლდება სამუშაო საათებში დასაქმებულის სამსახურიდან გასვლა, მათ ექიმთან ვიზიტების გაცდენა უწევთ.

 

„იმედის კლინიკა" გამოდის სამოქალქო ინიციატივით, დამსაქმებლებმა უფრო მეტად დავიცვათ ორსული ქალის უფლებები და მათ კომფორტული და ორსულის ინტერესებზე მორგებული სამუშაო გარემო შევუქმნათ!

 

ყველა დაწესებულების ხელმძღვანელს ვთხოვ, მაქსიმალურად ლოიალურები იყვნენ ორსულების მიმართ და მისცენ მათ დასვენებისა და ექიმთან კონსულტაციების უფლება. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს ორსულ ქალს, რაც ვიზიტების და მშობიარობის დაფინანსებით გამოიხატება, კერძო სექტორმაც გარკვეული როლი უნდა შეასრულოს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საკითხში.

 

„იმედის კლინიკა" მზადაა  დამსაქმებლებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად სამუშაო რეჟიმში ჩართვისა და დიალოგისათვის. მერწმუნეთ, ეს სასიკეთოდ აისახება ორსულთა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, რაც ჯანსაღი თაობების მიღებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს!" - ნათქვამია „იმედის კლინიკის" ხელმძღვანელის დავით კობეშავიძის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016