reportiori.ge - თბილისის მერის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა გაორმაგდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:42
საზოგადოება
თბილისის მერის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა გაორმაგდა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 18:04


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა გაორმაგდა და თითოეულზე 200 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ნარმანიამ ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა.

 

"გაორმაგდა ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა. როგორც მოგეხსენებათ აუტიზმის სპექტრის დარღვევა 21-საუკუნის დაავადებად ითვლება და მისი ადრეულ ასაკში გამოვლენა და დროული რეაბილიტაცია, იძლევა უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, პირველად დაიწყო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის ათვისებული ქალაქის რესურსი, დაკმაყოფილებულია შემოსული განცხადებების 95%, დაფინანსდა 279 ბენეფიციარი და თითოეულს გამოეყო 107 000 ლარი.

 

დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს უტარდებათ სრული მკურნალობა. პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა დაფინანსებაზე და თითოეულ ბენეფიციარს დაახლოებით 200 000 ლარი გამოეყო.

 

თბილისის მოქალაქეებისათვის ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი აღარ ნიშნავს ცალსახა განაჩენს, ვინაიდან თბილისის მერია, საყოველთაო დაზღვევის პროგრამასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი ოპერაციის, მედიკამენტების, ამბულატორიული მომსახურების, რადიოლოგიური კვლევების დაფინანსებას.

 

ამ მიმართულებით, 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, 45 000-მდე მოქალაქისთვის გამოიყო 36 მილიონი ლარი", - განაცხადა ნარმანიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016