reportiori.ge - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე, ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:34
საზოგადოება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე, ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 20:20


ქ. თბილისში  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა.


კომიტეტის ქართული მხარის შემადგენლობას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის შემადგენლობას - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი ლუკ დევინი.


საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.


კომიტეტმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კოორდინაცია, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა, საქონლით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება.


შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს თითოეულ სფეროში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016