reportiori.ge - სპორტის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე 70-მდე სპორტული ორგანიზაცია აღიარეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:47
სპორტი
სპორტის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე 70-მდე სპორტული ორგანიზაცია აღიარეს
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 21:19



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს მე-2 სხდომა გაიმართა. სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე ტარიელ ხეჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა.


საბჭო პირველად 2 დეკემბერს სამინისტროში შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა 100-მდე სპორტული ფედერაციის განაცხადის დიდი ნაწილი განიხილეს. დღეს კი დარჩენილი ნაწილის განხილვა მოხდა.


საბჭოზე ამჯერად მხოლოდ 1 საკითხზე - სპორტული ორგანიზაციების აღიარებაზე მსჯელობდნენ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჯამში დაკმაყოფილდა 70-მდე სპორტული ორგანიზაციის მოთხოვნა აღიარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფედერაციას კი სამომავლო აღიარებისათვის რეკომენდაცია მიეცა.


სამინისტროს მხრიდან აღიარებული ფედერაციების საბოლოო სია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოქვეყნდება.


მომავალ კვირას საბჭო კვლავ შეიკრიბება და ამჯერად დღის წესრიგში ფედერაციების დაფინანსების საკითხი დადგება. საბჭო წარმომადგენლობითია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მესვეურების გარდა, მასში შედიან პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეროვნული ოლიმპიური და პარაოლიმპური კომიტეტების წარმომადგენლები.


სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს მუშაობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად მონაწილეობენ მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ჩაკვეტაძე, სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ზურაბ ბაქრაძე, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი.


სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების ხუთი ძირითადი კრიტერიუმია: 1.პრიორიტეტული სპორტის სახეობა; 2.პოპულარობა, ტრადიციები; 3.წარმატება, წარმატების პერსპექტივა; 4.კარგი მმართველობა; 5. მასობრიობა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016